logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის პირველ კუპიურას უშვებენ
- +

19 სექტემბერი. 2018. 03:41

 

 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პირველი კუპიურა გამოუშვეს. კუპიურა 500 აპსარის (5 ათასი რუბლის) ნომინალისაა და 1992-93 წლებში რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება.

 

„პირველი ქაღალდის ბანკნოტის გამოშვება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის", - განაცხადა დე ფაქტო ცენტრალურმა ბანკმა.

 

პირველ კუპიურაზე დატანილია აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას გამოსახულება. ბრუნვაში ბანკნოტი 29 სექტემბრიდან ჩაეშვება. მისი ზომა 150X65 მილიმეტრია და ტირაჟი 10 ათასი ცალი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი