logo_geo
ქუთაისის მერიაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- +

19 სექტემბერი. 2018. 14:59

 

 

 

ქუთაისის მერიის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დაპირისპირება უმრავლესობის წევრებს ამირან კოპალეიშვილს, იმედა საღინაძესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას შორის მოხდა.

 

ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვინაიდან ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სხდომა დაიწყო.

 

დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტები დაცინვის გამო ცემეს. კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი