logo_geo
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავდა
- +

24 სექტემბერი. 2018. 15:29

 

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, სასწრაფო დახმარების მანქანა კი შემდეგ „მერსედესის“ მარკის ავტომობილს დაეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად ექიმმა და ექთანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდებათ.

 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი