logo_geo
ტყიბულში 5-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა
- +

26 სექტემბერი. 2018. 13:51

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

 

სოფელ დაბაძველში, ცეცხლი თავდაპირველად სხვენზე გაჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო.

 

როგორც დაზარალებული მირანდა ქარქაშაძე ამბობს, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე საათნახევრის დაგვიანებით მივიდა.

 

დაზარალებულების თქმით, მათი 5-სულიანი ოჯახი ამ დროისთვის ღია ცის ქვეშ დარჩა.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მრავალსულიან ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი