logo_geo
შინდისის გმირთა მემორიალი აღდგენილია
- +

29 სექტემბერი. 2018. 21:38

 

 

„შინდისის გმირთა მემორიალი აღდგენილია“, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

 

„როგორც იცით, გუშინ შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი უდაოდ აღმაშფოთებელია, ეს იყო ვანდალური ქმედება. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას და მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დაუყოვნებლივ განვახორციელეთ აღდგენითი სამუშაოები. მოწესრიგდა ტერიტორია, დაირგო ყვავილები და მემორიალს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.

 

აქვე მინდა გითხრათ, რომ შინდისის გმირთა მემორიალის დარბევის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზეა მხილებული და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, ოპერატიულად ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება – მათ შორის, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები”, – განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულა-გუბერნატორმა.

 

 

big_banner
არქივი