logo_geo
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
- +

5 ოქტომბერი. 2018. 13:42

 

 

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

 

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი