logo_geo
ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა დაიწყება
- +

10 ოქტომბერი. 2018. 13:20

 

„ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა დაიწყება, სადაც ხე-მცენარეები დაირგვება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა.

 

მისი თქმით, ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვის შესაძლებლობაზე ნიადაგი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა. თორნიკე გვაზავას განმარტებით, პირველ ეტაპზე 250 ჰექტარი აღდგება.

 

„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რამდენიმე დღის წინ და ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე დარგვას.

 

მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით წელს, შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ძირითადად ფიჭვის სახეობა – კავკასიური ფიჭვი იქნება დარგული. პირველ ეტაპზე 250 ჰექტარი იქნება აღდგენილი შემოდგომა-გაზაფხულზე. რაც შეეხება თანხებს, ძირითადი თანხა, რომელიც ნერგზე უნდა წასულიყო, ჩვენი სანერგეები გვაქვს მოწყობილი და ის ნერგები იქნება გადატანილი, ამიტომ, ბიუჯეტით რაც იყო განსაზღვრული, იმაზე ნაკლები დაიხარჯება. პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 000 ლარი იყო განსაზღვრული”, – განაცხადა გვაზავამ.

 

მისივე თქმით, ხეების დარგვის სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

 

 

 

big_banner
არქივი