logo_geo
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 15:02

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მსუბუქად დაშავდა.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

 

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი