logo_geo
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
- +

16 ოქტომბერი. 2018. 10:27

 

მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

 

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალით მიუხედავად, ის რელსებიდან არ გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი