logo_geo
გურჯაანში ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე გაუხსნელი სარკოფაგი აღმოაჩინეს
- +

20 ოქტომბერი. 2018. 20:44

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოებისას ადგილობრივებმა სამარხს მიაკვლიეს. ინფორმაცია „imedinews“ -ს გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა დაუდასტურა.

 

თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე პატარა სამლოცველოში ორმეტრიანი გაუხსნელი სარკოფაგი აღმოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, XI საუკუნეებით თარიღდება.

 

სპეციალისტი სამარხის ზომიდან გამომდინარე არ გამორიცხავს , რომ ის საოჯახო განსასვენებელი ყოფილიყოს.

 

„პატარა სამლოცველოში გაუხსნელი სარკოფაგი ნახეს. მაღლიდან ბეტონი ჰქონდა დასხმული. გათხრების დროს ორმეტრიან ქვის ლოდები აღმოჩნდა. არაფერი არ აწერია, ერთი სამარხია. თუ გავითვალისწინებთ გასულ საუკუნეებში განსასვენებლებს და შევადარებთ, დიდი ალბათობაა, რომ ის საოჯახო განსასვენებელიც იყოს. ამის შესახებ საქმის კურშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, - ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

 

ამავე ტაძარში 2017 წლის აგვისტოში კიდევ ერთი განსასვენებელი აღმოჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III-ს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით სპეციალისტებმა ეს ვარაუდი არ დაადასტურეს.

 

2018 წლის თებერვალში „imedinews“-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის.

ამ მონაცემებს ის სპეციალისტები ადასტურებენ, რომლებმაც ასომთავრულად დატანებულ წარწერას რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალურად სწავლობდნენ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ წარწერის თითქმის ნახევარი დაზიანებულია ამიტომ მთლიანი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი