logo_geo
გურჯაანში აღმოჩენილი სამარხი გისოსებში ჩასვეს
- +

21 ოქტომბერი. 2018. 12:38

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გასულ წელს აღმოჩენილი სამარხი გისოსებს მიღმა მოაქციეს და ბოქლომი დაადეს.

 

მასალაში, რომელიც imedinews-მა ექსკლუზიურად მოიპოვა, ჩანს შავ ფერში შეღებილი რამდენიმე-მეტრიანი რკინის კონსტრუქცია, რომელიც ეკლესიაში არის განთავსებული და ტურისტებს განსასვენებლის ახლოდან ხილვის შესაძლებლობას  უზღუდავს.

 

გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი გისოსების არსებობას სამარხის დაცვის ერთ-ერთ ელემენტად აფასებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირის შესახებ ინფორმაცია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აქვს.

 

„ვინაიდან სამარხი უძველესია, ალბათ ამიტომ მოხდა შემოავლეს გარშემო გისოსები, რომ ე.წ "შავ  არქეოლოგებს" არ გაეხსნათ. არ მგონია ეს დროებით იყოს. ალბათ ასე დარჩება"- ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

 

ცნობისთვის, 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III-ს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით სპეციალისტებმა ეს ვარაუდი არ დაადასტურეს.

 

2018 წლის თებერვალში imedinews-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის.

 

ამ მონაცემებს ის სპეციალისტები ადასტურებენ, რომლებიც ასომთავრულად დატანებულ წარწერას რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალურად სწავლობდნენ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ წარწერის თითქმის ნახევარი დაზიანებულია. ამიტომ, მთლიანი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი