logo_geo
გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის დედა აცხადებს, რომ იაგო ნებიერიძე მისი შვილის საქმეში ფიგურირებდა
- +

26 ოქტომბერი. 2018. 17:23

 

 

არსებული ინფორმაციით, გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

 

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა განუცხადა, იაგო ნებიერიძე მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

 

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება სწორედ ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემს შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“, - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

 

გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.

 

„ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო“, - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი