logo_geo
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა
- +

27 ოქტომბერი. 2018. 11:16

 

 

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის ნაწილი დაიტბორა.

 

რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ჯიხურებში შევიდა.

 

მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

 

ცალკეულ ქუჩებზე სამაშველო ბრიგადები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ.

 

„ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურში 10-მდე გამოძახება შემოვიდა. სამაშველო ბრიგადები მობილიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა პირველ არხთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის განყოფილების უფროსმა ირაკლი თიოძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი