logo_geo
თელავში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
- +

28 ოქტომბერი. 2018. 21:32

 

თელავში ფეხით მოსიარულე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუახნის კაცი გზაზე გადადიოდა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი