logo_geo
ზუგდიდში აქცია „გვახსოვს 7 ნოემბერი - არა ნაცებს“ გაიმართა
- +

7 ნოემბერი. 2018. 14:51

 

ზუგდიდში აქცია „გვახსოვს 7 ნოემბერი  – არა ნაცებს“ გაიმართა.

 

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და გააპროტესტეს.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებამ უარი უთხრა მაშინდელ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათი მმართველობა საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს.

 

აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს.

 

 

big_banner
არქივი