logo_geo
სოფელ შილდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- +

10 ნოემბერი. 2018. 17:39

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღელაღუტაშვილების საცხოვრებელი სახლის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა განუცხადა.

 

ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის მეორე სართული და დამხმარე ნაგებობის ნაწილი. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში თელავის, ყვარლის და გურჯაანის ხუთი სახანძრო – სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი