logo_geo
კახეთში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს
- +

11 ნოემბერი. 2018. 10:45

 

 

წუხელ, გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს.

 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სკოლის შენობაში დაუდგენელმა პირებმა ცენტრალური კარის საშუალებით შეაღწიეს. კარი დაზიანებულია. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

 

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის თქმით, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. ასევე, დაზიანებულია სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი