logo_geo
ზეკარის ტყეში ხანძარს 200 მეხანძრე-მაშველი აქრობს
- +

11 ნოემბერი. 2018. 17:01

 

 

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველია ჩართული. უწყების ცნობით, ახლა ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

 

ადგილზე საგანგებო შტაბია შექმნილი. უწყების ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

 

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი