logo_geo
დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა
- +

11 ნოემბერი. 2018. 17:57

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სახალხო დღესასწაულ „კოლხურ შემოდგომაზე“ შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას დღეს ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

 

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

 

 

big_banner
არქივი