logo_geo
ათ თვეში აჭარას 1,7 მლნ-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია
- +

17 ნოემბერი. 2018. 15:49

 

„აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, 1,7 მილიონს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა პერიოდებთან შედარებით“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ორი წლის საქმიანობა შეაჯამა.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, გაიზარდა საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. 2016 წელთან შედარებით, წელს რეგიონში საერთაშორისო ფრენების რიცხვი 41 პროცენტით გაიზარდა.

 

ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები 17 ქვეყანაში განახორციელა. რეკლამა და სპეციალური გადაცემები მომზადდა და მოხვდა BBC, Euronews, DW, RTL და სხვა ტელეკომპანიების ეთერებში.

 

აჭარამ ბოლო ორ წელიწადში უმასპინძლა 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებას. სერვისის გაუმჯობესების მიზნით კი, ტურიზმის სფეროში დასაქმებული 2 700 პირი გადამზადდა.

 

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, დამატებით 15 მარშრუტი ამოქმედდა მთიანი აჭარის მიმართულებით. მთიან აჭარაში წელს ვიზიტორთა რაოდენობა 98%-ით გაიზარდა.

 

big_banner
არქივი