logo_geo
რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

28 ნოემბერი. 2018. 10:49

 

 

რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ერთი პაციენტი კლინიკა ,,რუსთავში“ თოდრიას მე-3 ჩიხიდან გადაიყვანა. ბებია და შვილიშვილი კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ლომურის ქუჩიდან გადაიყვანეს. კლინიკებში გადაყვანისას სამივე პაციენტი კონტაქტური იყო.

 

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობლებია, ადგილებზე ,,სოკარ-ჯორჯია გაზის“ ავარიული ბრიგადები მუშაობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი