logo_geo
ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს
- +

7 დეკემბერი. 2018. 19:37

 

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მღვიმე აღმოაჩინა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

როგორც მღვიმის აღმომჩენი ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, წლების წინ, იქ ქვის კარიერი იყო და აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანდა.

 

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 წლის წინანდელია.

 

სპეციალისტებმა შიდა სივრცის აღწერა დაიწყეს. მათი თქმით, მღვიმე უნიკალურია.

 

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

 

მისივე თქმით, მღვიმე ქვედა ცარცული პერიოდისაა და 30-50 ათასი წლის წინანდელი უნდა იყოს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი