logo_geo
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

11 დეკემბერი. 2018. 15:12

 

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა „აუდის“ მარკის ავტომანქანას დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ზუგდიდის მკვიდრი ზ.ს. ადგილზე დაიღუპა.

 

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოთხი დაშავებული კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი