logo_geo
გურჯაანში, სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

5 იანვარი. 2019. 18:22

 

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წელს განხორციელდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან, გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან, გამაგრდა საძირკველი, ხელახლა მოეწყო კარნიზები შირიმის ქვით, გადაეწყო სუსტი და გამოქარული ნაწილები, აღდგა საპირე წყობა, აღდგა კონქი და კამარა შერჩეული რიყის ქვით, სახურავზე დაიგო ღარიანი კრამიტი, მოეწყო იატაკი ქართული აგურით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი