logo_geo
როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა
- +

7 იანვარი. 2019. 13:56

 

 

ჩრდილოეთ ოსეთში ჩამოწოლილი ზვავის გამო, 12 ადამიანი ბლოკირებული აღმოჩნდა. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დილის 06:00 საათიდან ტრანსკავკასიური მაგისტრალი დახურულია.

 

„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მოგვიანებით ზვავში ჩარჩენილების დასახმარებლად მაშველები მივიდნენ, მათ ადამიანების ამოყვანა უვნებლად შეძლეს.

 

ამჟამად ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილება აკრძალულია. ამჟამად იქ რუსეთის ტერიტორიიდან გასვლას 92 მანქანა ელოდება. ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი