logo_geo
წყალტუბოში, ტურისტული ობიექტების არტ რუკა განთავსდა
- +

11 იანვარი. 2019. 13:55

 

წყალტუბოში, ცოტა ხნის წინ, არტ რუკა გამოჩნდა, სადაც წყალტუბოს მასშტაბით ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების ლოკაციებია დატანილი.

 

„travelingeorgia“-ს ინფორმაციით, არტ რუკა მხატვარმა ელენე მიქელაძემ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის სურვილით დახატა.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუკაზე სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი.

 

 

ქალაქი წყალტუბო, საქართველოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარე წყალტუბო წყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120მ სიმაღლეზე მდებარეობს. წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში უკვე პოპულარულობით სარგებლობდა და სამკურნალო პუნქტებიც იყო.

 

წყალტუბოს ყოველ წლიურად უამრავი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს, ამიტომ რუკა, რომელიც ცოტა ხნის წინ განთავსდა, მათთვის საინფორმაციო მნიშვნელობისაა, რადგან  ქალაქში უამრავი სანატორიუმი, სასტუმრო და სხვა სახის სამასპინძლო დაწესებულებაა.

 

 

 

big_banner
არქივი