logo_geo
ბათუმში პიროტექნიკით 8 წლის ბიჭი დაშავდა
- +

13 იანვარი. 2019. 16:11

 

 

„აჭარის ტელევიზიის“ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო  8 წლის ბიჭი დაშავდა. ბავშვს დაზიანება ხელის და სახის არეში აქვს მიღებული.

 

ბიჭი დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და დახმარებაც აღმოუჩინეს. ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

 

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო საავადმყოფოებს 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

 

big_banner
არქივი