logo_geo
დმანისში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა
- +

16 იანვარი. 2019. 13:38

 

 

დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

 

ადგილზე შექმნილ სიტუაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ეცნობა, ასევე, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მოხდება დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია.

 

 

big_banner
არქივი