logo_geo
ფოთში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა
- +

21 იანვარი. 2019. 17:07

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ნინო ლეფსაიას ინფორმაციით, ფოთში წითელას ვირუსის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ამ დიაგნოზით 11 პაციენტია მოთავსებული.

 

„წითელა ეს არის მართვადი ვირუსული ინფექცია. ამ ნიშნით ქალაქში გვყავს ცხრა პაციენტი, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს და ამჟამად მკურნალობას სახლის პირობებში გადიან. სასურველია, მშობლებმა გადაამოწმონ აცრის სტატუსები და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ იმუნიზაციის კაბინეტებს, სადაც ნებისმიერ დროს, დღის მანძილზე ჩაუტარდებათ უფასო მომსახურება. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ბოლო მონაცემებით, ამბულატორიულმა მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო. გრიპისმაგვარი დაავადებებით სტაციონარული მკურნალობა 11 პაციენტს უტარდება“, - განაცხადა ნინო ლეფსაიამ.

 

მისივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

 

 

 

big_banner
არქივი