logo_geo
ბათუმში, სადაც გარე ვაჭრობის ჯიხურები იდგა, კვიპაროსის ნერგები ირგვება
- +

28 იანვარი. 2019. 11:28

 

ბათუმში, სადაც გარე ვაჭრობის ჯიხურები იდგა, კვიპაროსის ნერგები ირგვება

ბათუმში, წერეთლის გამზირზე, საიდანაც გვიან ღამით გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ჯიხურები და დახლები აიღეს, დილიდან გამწვანების სამსახური მუშაობს. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგები ირგვება.

 

„ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, აქამდე არ გვქონდა ამის საშუალება, დღეს კი, 50 ხეს დავრგავთ”-ამბობს ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე

 

ტერიტორიაზე შეკრებილი არიან გარე მოვაჭრეები, ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. გარემოვაჭრეები  ამბობენ, რომ არ აპირებენ საქმიანობა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც  მერიამ ალტერნატიული ადგილები შესთავაზა.

 

„რა თქმა უნდა, აქციებს გავმართავთ, ძველ სადგურში ვერაფერს გავყიდით, ფაქტობრივად მშივრები ვრჩებით”- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე

 

წერეთლის გამზირზე გარე ვაჭრობის ჯიხურები გუშინ გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა აიღეს. ადგილზე იმყოფებოდა ვიცე-მერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია უნდა გაეთავისუფლებინათ.

 

გარე ვაჭრობის პრობლემა წერეთლის გამზირზე 20 წელია არსებობს. ტერიტორიის მოწესრიგებას ქუჩის მცხოვრებლებიც ითხოვდნენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი