logo_geo
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

30 იანვარი. 2019. 01:39

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.

 

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.

 

„ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

 

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი