logo_geo
„გაერთიანებული წყალმომარაგების“ ინფორმაციით, ქუთაისს ერთი წელი წყლის მიწოდება შეუწყდება
- +

31 იანვარი. 2019. 14:42

 

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ქუთაისს ერთი წლის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუწყდება.

 

კომპანიის მიერ გაგზავნილ sms-შეტყობინებაში წერია, რომ 30 იანვრიდან 1 იანვრამდე წყალი ქუთაისს ტექნიკური სამუშაოების გამო შეუწყდება.

 

კომპანიის გზავნილს  სოციალურ ქსელში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს, მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, რამდენიმე აბონენტს sms შეცდომით გაეგზავნათ, სინამდვილეში კი, ქუთაისის ერთ ნაწილს წყალი 30 იანვრიდან 1 თებერვლამდე არ მიეწოდება. 

 

 

 

 

big_banner
არქივი