logo_geo
რუსთავში მოპარული ველოსიპედით მამაკაცი ავარიაში მოყვა
- +

31 იანვარი. 2019. 14:43

 

 

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „BMW“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 38 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ველოსიპედის მეპატრონის თქმით, მას მეზობელმა ველოსიპედი მოპარა და შემდეგ ავარიაში მოყვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას INFORUSTAVI ავრცელებს.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, როგორც „ინფო რუსთავს“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიქცა.

 

 

წყარო -  inforustavi.ge

 

big_banner
არქივი