logo_geo
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა
- +

5 თებერვალი. 2019. 13:52

 

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

„პირველის“ იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ნერვიულობის ნიადაგზე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

დანიშნულია ექსპერტიზა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი