ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„პირველის“ იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ნერვიულობის ნიადაგზე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დანიშნულია ექსპერტიზა.