სოციალურ ქსელებში უძველესი თაფლის აღმოჩენის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. პირველწყაროდ სოციალური ქსელის მომხმარებელი გეგა ხვედელიძე სახელდება, რომელმაც შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა:
„ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველესი თაფლი აღმოაჩინეს. რამდენიმეწლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თაფლი 5 500 წლის წინანდელია.
ამასთანავე მეცნიერები ადასტურებენ, რომ თაფლი მოშინაურებული ფუტკრისგანაა დამზადებული და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3 000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანჰამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.
ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის“.