logo_geo
ქუთაისში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
- +

19 თებერვალი. 2019. 14:43

 

 

ქუთაისში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით თაბუკაშვილის #86-ში მოხდა. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

დაზარალებულებთან იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი მივიდნენ. გიორგი ჭიღვარიას თქმით, დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი