logo_geo
მოსახლეობა პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭინას მიმდებარე ტერიტორიიდან სახიფათო ნარჩენების გატანას ითხოვს
- +

28 თებერვალი. 2019. 15:42

 

მოსახლეობა ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭინას მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენების სასწრაფოდ გატანას ითხოვს.

 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაყრილია სამედიცინო ნარჩენები, რომელიც  სახიფათო ნარჩენების კლასს მიეკუთვნება. მერიაში ამბობენ, რომ მისი გატანა და უტილიზაცია სპეციალური ლიცენზირებული ფირმის მიერ უნდა განხორციელდეს.

 

აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ საძოვრებია და მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემა დროულად თუ არ მოგვარდება, ეკოლოგიური პრობლემები გარდაუვალი იქნება.

 

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი შეტყობინების შედეგად, აღნიშნული ფაქტი დააფიქსირეს. ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახური ამ ეტაპზე ახორციელებს სწრაფ რეაგირებას, რადგან ეს არის სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენები. პრევენციის მიზნით, საჭიროა სასწრაფოდ მისი გატანა და ლიკვიდაცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლობის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ჩვენც ჩართულები ვართ ამ პროცესში”,- აცხადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ჯგერენაია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი