logo_geo
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

1 მარტი. 2019. 17:21

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

 

big_banner
არქივი