logo_geo
კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
- +

6 მარტი. 2019. 18:41

 

კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება კაცხის სვეტის გალავანი და ეზო, მოეწყობა სველი წერტილები და აშენდება ტურისტული ცენტრი.

 

ასევე, დამონტაჟდება 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნებიან იქ მაცხოვრებელი ბერები და ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა.

 

ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.

 

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი