logo_geo
ბათუმში მოძრავი ავტოსადგომი დამონტაჟდა
- +

7 მარტი. 2019. 02:45

 

ავტოსადგომების პრობლემა წლებია ქალაქისთვის, ერთ ერთი მთავარი პრობლემაა. ბათუმში არსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დიდ ნაწილს, ავტოსადგომები თითქმის არ გააჩნია.

 

ბათუმში პირველად ერთ-ერთი მშენებარე მრავალსართულიანი სახლის ეზოში, თანამედროვე სამსართულიანი ავტოსადგომი დამონტაჟდა, რომელიც ლითონის კონსტრუქციაა და მანქანების გადაადგილება ელექტროსისტემის საშუალებით ხდება.

 

ლიანდაგის მეშვეობით, დამოუკიდებლად ხდება მანქანების განლაგება სართულებზე.  საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიის ავტოსადგომის მოწყობას "სანპარკ სოუშენი" უზრუნველყოფს, რომელიც მსოფლიო ბრენდია და 14 ქვეყნის ბაზარზე მოქმედებს.

 

 

 

 

წყარო: www.ajaratv.ge 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი