logo_geo
ბორჯომში „სილამაზის ხიდის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

12 მარტი. 2019. 21:15

 

 

ბორჯომში, ე.წ  "სილამაზის" ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ქვეითად მოსიარულეებისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე, თუმცა დაგეგმილია ხიდის საავტომობილო ნაწილის კეთილმოწყობა, სამღებრო ნამუშაოები და განათების განახლება. ხიდის რეაბილიტაციისთვის ბორჯომის ბიუჯეტიდან  40 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს "მშენებელი 2012" ასრულებს.

 

შეგახსენებთ, რომ სილამაზის ხიდის კეთილმოწყობის სამუშაოები 2 წლის წინ მერიას 113 000 ლარი დაუჯდა. ხიდი, რეაბილიტაციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში დაზიანდა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს "პემის" წინააღმდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართლებრივი დავა სამუშაოების უხარისხოდ შესრულების საფუძვლით წამოიწყო, თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბორჯომის მერიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამართლებრივი დავა ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 წყარო: borjomi.tv

 

 

big_banner
არქივი