logo_geo
„ლანჩხუთში მიცვალებულებს წყალი არ მიეწოდებათ“ - რას ითხოვენ გურულები
- +

17 მარტი. 2019. 20:45

 

ლანჩხუთში, ე.წ. აგარაკის სასაფლაოზე წყლის მილები ჩაჭრეს და ონკანები აღარ ფუნქციონირებს - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ადგილობრივები უყვებიან.

 

„რა თქმა უნდა, გვესმის, წყალი ფული ღირს და სასაფლაოებზე ხარჯვის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ უბრალოდ უხერხულია, ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი სიმდიდრე წყალია, მიცვალებულის პატრონს ყვავილის მორწყვისა და საფლავის გაწმენდის საშუალებას მოვუსპობთ. აი, ამისთვის უნდა გამოვყოთ თანხა. ახლა „ცისკარა“ გინდ ოპოზიცია გამოდგეს და გინდ ხელისუფლება - ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი და წყალი დავაბრუნოთ სასაფლაოებზე“, - ამბობენ გურულები.

 

ცნობისთვის, წლების წინ სწორედ აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულებს შუქის გადასახადის ქვითრები სახლში მიუვიდათ და მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ "თელასმა" შუქის გადასახადი მიცვალებულზე გააფორმა.

 

გურიაში კი ხუმრობდნენ, რომ ლანჩხუთში შუქის ფულს მიცვალებულებსაც ახდევინებენო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი