logo_geo
ავარია ზუგდიდში - არიან დაშავებულები
- +

20 მარტი. 2019. 22:09

 

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 3 მანქანა დაიმტვრა. თვითმხილველების თქმით, ძლიერი ხმა იყო, ერთ-ერთი მანქანა ცენტრალურ გზაზე სავაჭრო მარკეტს დაეჯახა.

 

დაშავებული მგზავრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, შემოყვანილია ორი პაციენტი.  ორივე მათგანი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი