logo_geo
ეგორ კოჩიევი: ქართველ პოლიციელებს დავით ქაცარავა, რომ არ შეეჩერებინათ ინციდენტი მოხდებოდა
- +

22 მარტი. 2019. 19:55

 

სოფელ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განმარტება გააკეთა 15 მარტს სოფელ ხურვალეთთან განვითარებულ მოვლენებზე.

 

მისი ინფორმაციით, ამ თემაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც ისაუბრეს. ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა ქართველ სამართალდამცველებს, რომ არ შეეჩერებინათ ხურვალეთში ინციდენტი მოხდებოდა.

 

„თქვენთან არის აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელმაც მედიით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული ჯარი ხურვალეთს იპყრობდა. სინამდვილეში ეს ფაქტი არავინ დაადასტურა. ყველა ძალა "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა ეს პროვოკაცია იყო. ქართველ პოლიციელებს, რომ არ შეეჩერებინათ დასრულდებოდა ინციდენტით", - განაცხდა საოკუპაციო რაჟიმის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა.

 

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დღეს 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. შეხვედრაზე საუბარი იყო საოკუპაციო ზოლთან, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გახშირებულ ფაქტებზეც.

 

სუს-ის ინფორმაციით, ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ორი ადამიანი რჩება. მორიგი შეხვედრა ერგნეთში 16 მაისს გაიმართება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი