logo_geo
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მამაკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
- +

29 მარტი. 2019. 02:28

 

ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები მრავლობითი მოტეხილობით ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი