logo_geo
იმერეთის რგეიონში ძლიერმა ქარმა 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა
- +

31 მარტი. 2019. 20:54

 

 

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის გამო, 31 მარტის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 42 შეტყობინება.

 

აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება დაფიქსირდა ქუთაისში. ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა. ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი