logo_geo
თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 10-მდე აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაიყვანეს
- +

2 აპრილი. 2019. 17:46

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 10-მდე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს.

 

კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თინიკო ხანჯალიაშვილმა განუცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.

 

ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი