logo_geo
სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს და ხანძარიც გააჩინეს
- +

8 აპრილი. 2019. 00:08

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს და შენობაში ხანძრის გაჩენა სცადეს. ფოტო, რომელიც განადგურებულ წიგნებს, დამტვრეულ ავეჯსა და ტექნიკას ასახავს, სოციალურ ქსელში მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა გაავრცელა.

 

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს მეხანძრეებმა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა, ისევე როგორც დარბევაში მონაწილეთა ვინაობა, ამ დროისთვის უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი