logo_geo
ოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

14 აპრილი. 2019. 11:26

 

 

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰა ფართობი.

 

მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი